დეტალები
აღწერა
ქირავდება 2-ოთახიანი ბინა ფოთში, პორტის ტერიტორიაზე.
ბინა მდებარეობს 5-სართულიანი კორპუსის მე-2 სართულზე. ფართობი – 45 მ². ბინაში არის ცალკე საძინებელი, სამზარეულო, სველი წერტილი და აივანი.
ბინა სრულად არის მოწყობილი ავეჯითა და საჭირო ტექნიკით. დაგხვდებათ:
• მაცივარი
• სარეცხი მანქანა
• გაზის გამათბობელი
• ტელევიზორი
• კონდიციონერი
მდებარეობა განსაკუთრებით მოსახერხებელია ყოველდღიური ცხოვრებისთვის – ბინასთან ახლოს არის სკოლა, საბავშვო ბაღი, ბანკები, ქსელური მაღაზიები და ფოთის ა. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი. კორპუსის წინ მდებარეობს ავტობუსის გაჩერება, ხოლო მთავარი ცენტრალური ქუჩა დაახლოებით 500 მეტრშია.კორპუსთან არის კეთილმოწყობილი სკვერი, რაც დამატებით კომფორტულ გარემოს ქმნის.
მისამართი: ფოთი, 9 აპრილის ხეივანი. ფასი: 800 ლარი ტელ: +995 598 345 008 (WHATSAPP, VIBER)












