რიკოთის მაგისტრალის გავლენა ფოთის უძრავი ქონების ბაზარზე
საქართველოს მასშტაბით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, კერძოდ რიკოთის უღელტეხილის მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულება, პირდაპირ აისახება დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ აქტივობაზე, სადაც ფოთი ერთ-ერთ ცენტრალურ როლს ასრულებს.
თბილისიდან ფოთამდე მგზავრობის დროის მნიშვნელოვანმა შემცირებამ ქალაქი ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახადა როგორც შიდა ტურიზმისთვის, ისე ბიზნეს-სექტორისთვის. დედაქალაქიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ტრანსპორტირების გამარტივება ზრდის ინტერესს ფოთში უძრავი ქონების შეძენასა და კომერციული პროექტების განვითარებაზე.
რა იცვლება უძრავი ქონების მყიდველებისთვის?
- ბიზნეს-აქტივობა: ლოგისტიკური და სასაწყობე ფართების მოთხოვნა იზრდება, რადგან ტვირთბრუნვა უფრო სწრაფი და ეფექტური ხდება.
- მეორადი საცხოვრებელი: დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის ფოთი ხდება მიმზიდველი ადგილი “მეორე სახლის” (Second Home) შესაძენად, სადაც ზღვისა და ბუნების სიახლოვე ხელმისაწვდომ ფასებთან არის შერწყმული.
გაუმჯობესებული ლოგისტიკა ფოთს ქცევს არამხოლოდ ინდუსტრიულ, არამედ საცხოვრებლად და ინვესტიციისთვის კიდევ უფრო კომფორტულ ქალაქად.


